LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ერთადერთი „პოსტი“ და ისიც უკრაინის დროშა – „ბალენსიაგა“ უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

170
page
18,8 მილიონი გამომწერი – ეს „ბალენსიაგას“ ოფიციალური „ინსტაგრამ“ გვერდია, რომელზეც აქამდე არცერთი პოსტი არ იდო. ცოტა ხნის წინ მოდის სახლმა, რომლის კრეატიული ხელმძღვანელი დემნა გვასალიაა, პირველი პოსტი გაავრცელა და ეს უკრაინის დროშააა. „სთორიში“ კი არაერთი ფოტო დევს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ემოციურ კადრებს ასახავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და უკრაინელი ლტოლვილებისთვის WFP-ს ვწირავთ პირველ ჰუმანიტარულ დახმარებას. უახლოეს დღეებში გავხსნით ჩვენს პლატფორმებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გადასაცემად. მიჰყევით ბმულს რათა მოახდინოთ დონაცია“, – წერს „ბალენსიაგა“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Balenciaga ? (@balenciaga)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები