აშშ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებს.
ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ არ განიხილავს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს.
“მიზეზი, რის გამოც ეს არ იყო ის ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტს სურდა გადაედგა, არის ის, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადება განხორციელებას მოითხოვს. ეს აშშ-ის სამხედროებისგან რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას მოითხოვს და რუსეთთან პოტენციურ პირდაპირ ომს გამოიწვევს. ეს ის ნაბიჯია, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა,”-განაცხადა ჯენ ფსაკიმ.