სომხეთის პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერმინისტრი უნდა აირჩიონ, დღეს გაიმართება. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური იუწყება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან 16 ოქტომბერს გადადგა. მისი განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება მან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად მიიღო. მან პარლამენტში წარმოდგენილი პარტიებისგან გარანტია მიიღო, რომ ისინი ორჯერ ჩააგდებენ პრემიერმინისტრის კანდიდატის არჩევნებს, რაც ავტომატურად პარლამენტის დათხოვნას გამოიწვევს.