ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრას მართავენ. ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთ-უკრაინის ომზე და დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრეს.
ლუკაშენკომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის ვაჭრობა განხორციელდეს.
„მე წინადადება მაქვს და იმედია, რომ თქვენ მხარს დამიჭერთ. შევიკრიბოთ მოსკოვში, დავსხდეთ მაგიდასთან და შევთანხმდეთ. ჩვენ ამას მოგყიდით, თქვენ სხვა რამ მოგვყიდეთ და დავამყაროთ ურთიერთობები. დღეს მე მოსკოვში საკმაოდ ნორმალური განწყობით ჩამოვედი. სადარდებელი არაფერია, უბრალოდ დროა ასეთი“, – განაცხადა ლუკაშეკომ.