გადაცემის “ფარული კონვერტი” წამყვანმა, ია ფარულავამ “რუსთავი 2” დატოვა. ინფორმაციას ტელეწამყვანი თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“რა დროს ესაა, მაგრამ რადგან ატყდა ამბავი, მოკლედ
14 თებერვალს დავწერე განცხადება წასვლაზე
რუსთავი 2-დან წამოვედი.
ფარული კონვერტის 4 გადაცემა არის ჩაწერილ დამონტაჟებული და გავა აუცილებად
პოლიტიკა არაფერ შუაშია .
დანარჩენი სხვა დროს იყოს ….მადლობა რომ ხართ ჩემი ერთგული მაყურებელი …გაგრძელება იქნება….”, – წერს ია ფარულავა.