LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრიორიტეტები არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოების გარანტიები და რეალური დაცვა უკრაინისთვის: ვოლოდიმირ ზელენსკი

114
ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრიორიტეტები არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოების გარანტიები და რეალური დაცვა უკრაინისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „მშვიდობისთვის მოლაპარაკება რუსულ დელეგაციასთან გრძელდება“.

„მინდა, ყველამ მომისმინოს, ყველა მოქალაქემ. მოლაპარაკება გრძელდება უკრაინისთვის. ჩემი პრიორიტეტები არის ცხადი – ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გარანტიები და რეალური დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის. დიდება ჩვენს გმირებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსი დედები უკრაინაში იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომებში ერთად დაკარგეს: ვოლოდიმირ ზელენსკი