უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Spice Girls აღდგა და ტურნეს იწყებს. ამის შესახებ დღეს ყველა გავლენიანი გამოცემა წერს. ცნობილია, რომ ჯგუფი ტურნეს 4 კაციანი შემადგენლობით დაიწყებს და მათ კონცერტებს ვერ შეუერთდება ვიქტორია ბექჰემი, რომელიც სამოდელო ბიზნესითაა დაკავებული. სულ მალე ჯერი ჰორნერი, მელანი ბი, მელ სი და ემა ბანტონი სოციალურ ქსელში მიმართვას გაავრცელებენ და კონცერტების თარიღებს დაანონსებენ.
44 წლის ვიქტორია ბექჰემი გოგონებს მხარდაჭერას უცხადებს. ცოტა ხნის წინ ის საღამოს დაესწრო, სადაც მელანი სი მღეროდა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოც გააზიარა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფ Spice Girls-ის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ზაფხულში გავრცელდა, როდესაც გოგონები ჯერი ჰორნერის სახლში შეიკრიბნენ.