LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა

93
BeFunky-collage (2)

უკრაინაში ომმა ქვეყნის ინფრასტრუქტურას 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა, – ამის შესახებ „ბიბისი“ კიევის ეკონომიკის სკოლაზე დაყრდნობით წერს.

მათი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში მინიმუმ 4 431 საცხოვრებელი კორპუსი, 92 ქარხანა და საწყობი, 378 სკოლა განადგურდა ან დაზიანდა.

გავრცელებული ცნობით, რუსული აგრესიის შედეგად ასევე განადგურდა ან დაზიანდა 12 აეროპორტი, შვიდი თბოელექტროსადგური და ჰიდროელექტროსადგური.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g