LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: მოლაპარაკების პლატფორმიდან პოზიტიური სიგნალები ისმის, თუმცა ის რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს

149
06b4fc01e04c2d563b11b80c81169569_1647509732_extra_large

მოლაპარაკების პლატფორმიდან პოზიტიური სიგნალები ისმის, თუმცა ის რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელებმა ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს შეიძლება ენდონ.

ჯო ბაიდენი: ვნახავთ, შეასრულებს თუ არა რუსეთი იმას, რასაც გვთავაზობენ

„სიგნალებს (მოლაპარაკების პლატფორმიდან) შეიძლება, ეწოდოს პოზიტიური, მაგრამ ეს სიგნალები რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს. რა თქმა უნდა, ვხედავთ რისკებს. რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ვენდოთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლების სიტყვებს, რომლებიც ჩვენი განადგურებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან. უკრაინელებმა ამ შემოჭრის 34 დღის, დონბასში 8-წლიანი ომის განმავლობაში უკვე ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს შეიძლება, ენდონ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები