LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატელიტიდან გადაღებული ფოტოები: უკრაინის ქალაქ ბუჩაში მასობრივი საფლავებია გათხრილი

386

სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მასობრივი საფლავებია გათხრილი.

ფოტოებს აშშ-ის კოსმოსური ტექნოლოგიების კერძო კომპანია, Maxar Technologies-ი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, ფოტოებით, რომლებიც 31 მარტსაა გადაღებული, საფლავები ეკლესიების ტერიტორიებზეა გათხრილი.

 

 

თხრილები, სადაც მოკლულებს მასობრივად კრძალავენ, დაახლოებით 13 მეტრის სიგრძისაა.

Maxar Technologies-ის ცნობით, მასობრივი საფლავების გათხრა პირველად 10 მარტს დაიწყეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა კადრები ქალაქ ბუჩადან, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. ქალაქში, საიდანაც რუსულმა ჯარმა უკან დაიხია, ქუჩები ცხედრებით არის სავსე. ჩანს დაცხრილული მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანები. დაღუპულთა ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული და ნაწამები იყო.

მოლდოვა, უკრაინაში დაღუპული ადამიანების გამო, გლოვის დღეს აცხადებს.

უკრაინა ამბობს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს – Reuters

ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას

ცნობისთვის, რუსეთი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მისმა ჯარებმა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.

არცერთ მშვიდობიან მოქალაქეს ძალადობა არ განუცდია, როცა ქალაქ ბუჩას რუსული ძალები აკონტროლებდნენ – აშშ-ში რუსეთის ელჩი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g