LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ახლა უფრო გამოჩნდა, ჩვენმა 18-19 წლის ბიჭებმა რა გააკეთეს მაშინ“ – თაკო ფხაკაძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

53
tako fxakadze

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა ვიზიტორის სტუმარია ჟურნალისტი თაკო ფხაკაძე, რომელმაც კარიერასა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა. ასევე საზოგადოებას „რუსთავი 2“-ზე დაგეგმილი ახალი პროექტების გეგმები გაანდო. 

როგორც ვიცი, ფილოლოგიის ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული…

ფილოლოგიის ფაკულტეტი დავასრულე, თუმცა ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. დავიწყე მუშაობა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და მას შემდეგ ამ სფეროში ვარ. მაშინ ახალი გამოწვევები იდგა ჟურნალისტიკის წინაშე, ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი, შემდეგ „იბერვიზიაზეგადავედი, ეს იყო პირველ დამოუკიდებელი ტელესივრცე. ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე.

2010 წელს თქვენ ჟურნალისტთა  კავშირის ჯილდო მიიღეთ, ასევე „ოქროს კალმის“ მფლობელი ხართ…

ვამაყობ ამით, ჩემს გუნდთან ერთად. წიგნი „გმირი“ დღეს როგორი აქტუალურია, ხომ? სულ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა 2008 წელს არანაკლები რამ ხდებოდა, ეს იყო გამანადგურებელი დარტყმა რუსეთის მხრიდან. ახლა ცოტა გული მწყდება ხოლმე, ჩვენი ბიჭების სახელებიც კი არ ახსოვთ. საოცრად გმირული ისტორიები სმენია მაშინ, როდესაც ნათლული გულ-მკერდით ნათლიას გადაეფარა. ანწუხელიძე, – ჩვენი თვალით ვნახეთ ყოველივე. მაშინ რომ ასეთი მხარდაჭერა გვქონოდა, იქნებ, ეს დღეს არ განმეორებულიყო. აფხაზეთში დედას მკვდარი შვილის თვალი გადააყლაპეს. რა უნდა იყოს ამაზე მეტი საშინელება. ძალიან ვწუხვარ, როდესაც მესმის ფრაზა – მრცხვენია, რომ ქართველი ვარო. მე არ მრცხვენია. ჩვენი გმირების მხრებზე დგას საქართველოს დამოუკიდებლობა. მიხარია, რომ ერთ წიგნში მოვუყარე თავი ამ ყველაფერს, მიხარია, რომ სახელებითა და გვარებით ეცოდინებათ ეს ბიჭები, ეს სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.  გამიმართლა, რომ შევძელი ამ ბიჭების ბიოგრაფიების შეგროვება.

რა დრო დაგჭირდათ მონაცემების შესაგროვებლად?

სხვა ქვეყანაში ვიყავი, ახალი მომხდარი იყო 2008 წლის ომი, გაზეთი გადავშალე და ეწერა: „გმირი“ –  ეს იყო ერაყში დაღუპული გმირის ფოტო. ჩამოვედი თუ არა, გაზეთში გამოვუშვი პირველი გმირის ისტორია. იცით, ახლა უფრო გამოჩნდა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ჩვენმა 18-19 წლის ბიჭებმა რა გააკეთეს მაშინ. როგორც გაერთიანებულია ახლა უკრაინა და მსოფლიო უკრაინელი ჯარისკაცების ირგვლივ, ასე არ იყო საქართველო გაერთიანებული ჩვენი ბიჭების გარშემო, ეს სამწუხაროა. როცა სხვები გარბოდნენ, ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ.

ალბათ, „პრაიმ თაიმი“ თქვენთვის შვილივითაა…

ბევრ რამეს ვაკეთებ, თუმცა მართლაც, პირველი ჩემთვის „პრაიმ თაიმია“, ის ჩემთან ერთად განვითარდა. ახალი სიტყვა თქვა. საქართველოში, ზოგადად, ყველა აძლევს თავს უფლებას, დაგირეკოს და გითხრას, ეს არ გავიდესო. ასეთი რაღაც ხშირად ხდებოდა, როდესაც მედიაში მუშაობ, მზად უნდა იყოს ამისთვის. თუმცა ჩვენ მცდარი ინფორმაცია არასდროს გაგვივრცელებია. დღეს ჟურნალისტიკა გახდა მხარეების დეკლარირების საშუალება, ობიექტურობის განცდა დაიკარგა, ზღვარი წაიშალა. პოლარიზებულია ყველაფერი, ხშირ შემთხვევაში სიმართლის მარცვალი არ დევს. ტყუილის ტირაჟირება ხდება. ეს ხდება 60-70 პროცენტში.

თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა „რუსთავი 2“, ბევრი, ახალი პროექტით დახუნძლეთ ტელევიზია, როგორ მიიღეთ ეს გამოწვევა?

ძალიან საინტერესო გამოწვევაა, დიდ რევოლუციურ ქარტეხილებში მოხვედრილი ტელეარხი ახლა ჩართულია რეიტინგების მარაქაში, იმისათვის, რომ დაიბრუნოს ისტორიული მდგომარეობა. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, ვცდით, ვაჯამებთ, ახლა ძალიან დიდი კონკურენციაა, სულ ცოტა, 6 არხი ეჯიბრება ერთმანეთს, მოთხოვნა ბაზარზე ძალიან დიდია. აი მაგალითად, „ნიჭიერმა“ დიდი რეიტინგი დადო, ამ რეჟიმში ვაგრძელებთ, დავიწყეთ რამდენიმე გადაცემა. „ღამის პრაიმ თაიმი“ „ურუსკესი“, „სხვა კითხვები“. ორი ახალი პროექტი გველოდება, რომლებსაც საიდუმლოდ დავტოვებ. მზად გვაქვს რეალითი შოუ, როგორც კი ომი დასრულდება, დავიწყებთ, ასევე ვამზადებთ მეგა მუსიკალურ პროექტს.

ცოტა ხნის წინ ჩემი სტუმარი გახლდათ ნოე სულაბერიძე და როდესაც გადაცემების კოპირებასთან დაკავშირებით დავუსვი შეკითხვა, ის გაჩუმდა, თქვენ რას იტყვით?

ალბათ, საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს ამის შესახებ კითხვები. პრაიმ თაიმი წლებია არსებობს, რაც შეხება სახელწოდებას, მასზე საავტორო უფლება მაქვს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები