„გრემის“ „აფთერ ფართიზე“ ტრადიციულად ვარსკვლავთა ცვენა იყო. წითელ ხალიჩაზე ლეგენდარული ჯგუფის, Aerosmith-ის ფრონტმენმა, 74 წლის სტივენ ტაილერმა ჩვეული ეპატაჟური „ლუქით“ გაიბრწყინა. მას მხარს 41 წლით უმცროსი მეგობარი გოგო, ემი პრესტონი უმშვენებდა.
33 წლის ემის დისკოს სტილში გადაწყვეტილი, ბრჭყვიალა, ლურჯი ორეული ეცვა, სტივენი კი მაქმანებიან მოსასხამსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი. ის თავის გულის სწორს გვერდიდან არ შორდებოდა, ეხუტებოდა და კოცნიდა.
ფოტო: 71 წლის სტივენ ტაილერი ფოტოსესიისთვის სრულიად გაშიშვლდა
სლეშისა და სტივენ ტაილერის შესახებ დოკუმენტური ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა