LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმდენად სწორად ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ომის პარტია მიხვდა, რომ პრაქტიკულად გამოირიცხა საქართველოს ომში ჩათრევის რეალური შანსი: მამუკა მდინარაძ

122
მდინარაძე

„იმდენად სწორად ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ომის პარტია მიხვდა, რომ პრაქტიკულად გამოირიცხა საქართველოს ომში ჩათრევის რეალური შანსი“, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ დღეს ვთქვით და ბევრჯერ ვიტყვით, რაც არ უნდა ქნან, ჩვენ რასაც ვაკეთებდით, იგივეს გავაკეთებთ. ვგულისხმობ საკმაოდ რისკიან გადაწყვეტილებებსაც პოლიტიკურ არენაზე, ყველა მსოფლიო პლატფორმაზე.

წინა პერიოდშიც იყო ლაპარაკი, რომ საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად. ერთი და იგივე სიტყვა გვესმოდა აქ ნაცმოძრაობისგან, იქ ვიღაცებისგან – ეს ხომ ტყუილი იყო? ეს ხომ შეფასება არ იყო? იმდენად სწორად დავალაგეთ ურთიერთობები ხალხთან, იმდენად სწორად ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ომის პარტია მიხვდა, რომ პრაქტიკულად გამოირიცხა საქართველოს ომში ჩათრევის რეალური შანსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები