რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი და პროდიუსერი მარინა ოვსიანნიკოვა, რომელიც საინფორმაციო გადაცემის „ვრემიას“ მსვლელობისას პირდაპირ ეთერში ბანერით შევარდა, გერმანულმა გამოცემამ დაასაქმა. 43 წლის მარინა ოვსიანნიკოვა გამოცემისთვის Die Welt რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე ამბებზე დაწერს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
გამოცემა Die Welt-ის და მედია ჯგუფის, Welt Group-ის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ მარინა ოვსიანნიკოვამ შეინარჩუნა მთავარი, ჟურნალისტური ეთიკა და ის ნამდვილი პროფესიონალია.
მარინა ოვსიანნიკოვას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ
მარინა ოვსიანნიკოვას ვერ პოულობენ – რუსეთის პირველი არხის რედაქტორის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია