„საუკუნის ქორწილზე“ საუბარი არ წყდება. ამჯერად ინტერესის ობიექტი ვიქტორია ბექჰემია, რომელიც უფროსი ვაჟის ქორწილზე თვალწარმტაცი „ლუქით“ გამოჩნდა.
ფოტო: ამაყი მშობლები – დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ვაჟის ქორწილში ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ
ვიქტორიას საკუთარი დიზაინის, აბრეშუმის ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა, მკერდზე მაქმანებით გაფორმებულ საოცარ კაბას დიზაინერმა 15 კარატიანი ყელსაბამი შეუხამა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
ROX Diamonds & Thrills-ის სამკაულის ბრილიანტი მსხლის ფორმისაა, მისი ჯაჭვის წნული ისეთივე იშვიათია, როგორც თავად ბრილიანტი.
კაბაში ჩაკერებული ავი თვალისგან დამცავი თილისმა – 5 ფაქტი ბექჰემების რძლის სენსაციური კაბის შესახებ