LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი და ასე უნდა მომხდარიყო – ნიკო კვარაცხელიას დედის პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

3094
niko kvaracxelias deda

„მე მოლოცვას არ ვიღებ, სხვანაირად არ უნდა ყოფილიყო… მადლობა მოსამართლეს“, – ამის შესახებ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა იზა ომაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ნიკო კვარაცხელიას დედა: “ეს იყო საუკუნის მკვლელობა, საუკეთესო ახალგაზრდა მოუკლეს ქვეყანას, ორივე არის მკვლელი, მკვლელობა ერთობლივად დაგეგმეს, მათ ჰყავთ დამკვეთები…”

მისივე თქმით, საქმეზე გამოყოფილი მეორე ნაწილიც ბოლომდე უნდა მიიყვანონ, რომ ქვეყანაში დადგეს სამართალი და ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ „ასეთი უბედურების შემთხვევაში აუცილებლად უმკაცრესად დაისჯებიან“.

„ყველას გიხდით მადლობას, დამეთანხმებით, რომ პრესა ხანდახან მიკერძოებული არის ხოლმე, მაგრამ ეს შემთხვევა ასეთი არ იყო. ამიტომ ყველას გიხდით მადლობას. ნიკოს ამბავი ყველას გაჭირვება იყო, მე ამას  ვხედავდი შვიდი თვის განმავლობაში.

ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი და ასე უნდა მომხდარიყო. გპირდებით, რომ ეს იყო გამოსწორების დასაწყისი, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ და გამოვასწორებთ. სადაც წავიდნენ აუცილებლად დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან.

მინდა გთხოვოთ, რომ საქმეზე გამოყოფილ მეორე ნაწილიც ძალიან დროულად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე დაჩვენს ქვეყანაში დადგეს სამართალი და იცოდნენ, რომ ასეთი უბედურების შემთხვევაში აუცილებლად უმკაცრესად დაისჯებიან.

სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ველოდი, სხვანაირად არც უნდა ყოფილიყო, მადლობას ვუხდი მოსამართლეს, რომელიც ნამდვილად კარგი ადამიანი გამოდგა“, – აღნიშნა იზა ომაძემ.

ნიკო კვარაცხელიას დედა: “ეს იყო საუკუნის მკვლელობა, საუკეთესო ახალგაზრდა მოუკლეს ქვეყანას, ორივე არის მკვლელი, მკვლელობა ერთობლივად დაგეგმეს, მათ ჰყავთ დამკვეთები…”

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g