LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო კვარაცხელიას დედა: “ეს იყო საუკუნის მკვლელობა, საუკეთესო ახალგაზრდა მოუკლეს ქვეყანას, ორივე არის მკვლელი, მკვლელობა ერთობლივად დაგეგმეს, მათ ჰყავთ დამკვეთები…”

413
BeFunky-collage (2)

“ვასახელებ კავილაძეს და ჭელიძეს, რომლებიც კამერებმა დააფიქსირეს, ორივე არის მკვლელი, მათ მკვლელოვა ერთობლივად აქვთ დაგეგმილი,” – ამის შესახებ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს ჰყავდათ დამკვეთები.

“ნუ დაიბანთ ხელს და გამოიტანეთ სამართლიანი სასჯელი!” – ნიკო კვარაცხელიას დედა მოსამართლეს მიმართავს

„სხვა მონაწილეების გვარები ფიგურირებს 9-ტომიან საქმეში, არავის გვარს არ ვასახელებ, ვასახელებ კავილაძეს და ჭელიძეს, რომლებიც კამერებმა დააფიქსირეს, ორივე არის მკვლელი, მათ ერთობლივად აქვთ დაგეგმილი, მათ ჰყავთ დამკვეთები, ეს წერია 9-ტომიან საქმეში, კონკრეტულად წერია ყველას სახელი და გვარი. არ ვიცი ვის რა ზომით მიუძღვის დანაშაული, საქმეში ფიგურირებენ სხვებიც. ეს იყო საუკუნის მკვლელობა, საუკეთესო ახალგაზრდა მოუკლეს ქვეყანას, რომელსაც ჰქონდა არაერთი სენსაციური პროექტი ქვეყნისთვის, მთელმა საქართველომ უნდა გააკეთოს ისე, რომ სასჯელი დადგეს როგორც ეკუთვნით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ასეთი მკვლელობები ჩვენ ქვეყანაში.

ეჭვიც არ მეპარება და მოლოდინი არის, რომ ჯგუფური დანაშაულისთვის გასამართლდებიან და მერე გადაკვალიფიცირდება შეკვეთილ მკვლელობაზე. ოჯახის წევრებს ეჭვი არავისზე არ გვაქვს, ნიკოს მტრები არ ჰყოლია, ოჯახს არ ჰყოლია მტერი, 5 შვილს ვზრდით, ვზრდით ნიკოსნაირ შვილებს და ეჭვი არავისზე არ გვაქვს”,- განაცხადა ომაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები