გასული წლის მარტში ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ქალიშვილის მშობლები გახდნენ. მას შემდეგ მოდელი და მსახიობი ხშირად ხდებიან პაპარაცების სამიზნეები, მიზეზი კი უმეტეს შემთხვევაში ერთი წლის ლეასთან ერთად სეირნობა ხდება ხოლმე.
ამ დღეებში ფოტოგრაფების ობიექტივში მხოლოდ ცნობილი მამა-შვილი მოხვდა: ისინი საბავშვო მოედანზე სეირნობდნენ, თამაშობდნენ და ბევრს იცინოდნენ. ფოტოებიდან ჩანს, რომ ლეა მამის აქტივობებით ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო.