LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნევროლოგის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

90
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ მედიას განუცხადა. თავად პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა კი, დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს წერილი მიწერა და მათგან რეკომენდაცია მოითხოვა.

„ის, რომ მას ეთქვას, რომ თავს ცუდად გრძნობს, ასეთი არ ყოფილა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის ითხოვს, რომ ყურადღება მიაქციონ. აქვს დაბრუჟებები, ტკივილი. ეს არის ინფორმაცია, ამიტომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ მისი ნახვა რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

ამასთან, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა მისმა უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმაც და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას.

მისივე თქმით, ამის გამოძახილია, რომ უკვე მეოთხე თვეა მასთან არ დაუშვიათ პირადი ექიმი და ასევე არ უშვებენ კონსილიუმის წევრებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწრება, მაგრამ თუ რა პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს, ამას ხვალინდელ პროცესზე გავიგებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g