უახლოეს მომავალში დიდ ეკრანებზე „დედპულის“ მეორე ნაწილი გამოვა. 41 წლის რაიან რეინოლდსი აქტიურად არის დაკავებული ფილმის მსოფლიო პრეს-ტურით. გუშინ კი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ახალი ფილმის საპრემიერო ჩვენებით სამხრეთ კორეის დედაქალაქს, სეულს ესტუმრა.
მსახიობმა წითელ ხალიჩაზე იპოზიორა და ადგილობრივ თაყვანისმცემლებს ავტოგრაფები დაურიგა.