ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ნანუკა ჟორჟოლიანთან საუბრობს ცოტნე გამსახურდიას განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ მის მიმართ, რომელსაც თავად იმავე სიყვარულითა და ზრუნვით პასუხობს.
ანა ჯაბაური:
„ერთადერთი პერიოდი იყო, ცხრა დღე ვერ შევედი ცოტნესთან, რადგან კოვიდის აფეთქება იყო სარეაბილიტაციო ცენტრში, მგონი, მხოლოდ ცოტნე გადარჩა, ყველა პაციენტს კოვიდი ჰქონდა. ცოტნემ შეწყვიტა ფაქტობრივად არსებობა, დახუჭა თვალები, არაფერს აკეთებდა. რუსულენოვანმა ექთანმა დამირეკა თავისი ტელეფონიდან და დაანახა ჩემი თავი კამერაში, ცოტნემ ცხარე ცრემლებით იტირა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ცოტნემ იტირა, მთელი წელი ისე გადაიტანა. კამერაში რომ დამინახა, პირველად იტირა. 2019 წლის 19 დეკემბრიდან ურთულესი ოპერაციები გადაიტანა, საშინელებები, გართულები, ტკივილები, ერთი ცრემლი არ გადმოუგდია, გონზე იყო სულ. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალას მაძლევს, რომ ვიცი, ამ ადამიანს, რომელიც მიყვარს, ვუმსუბუქებ ყოფას. ცოტნემ თავისი გაიტანა და მხოლოდ მე შემიშვეს მასთან…
ანა ჯაბაური: „ცოტნე ურთიერთობაში არის ძალიან თბილი და რომანტიკული, რაც ბევრს ვერ წარმოუდგენია…“