ცოტნე გამსახურდიას მძიმედ დაჭრიდან უკვე ორი წელი გავიდა. ამ ორი წლის განმავლობაში მან და მისმა მეუღლემ ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდი ერთად გადაიტანეს.
ანა ჯაბაური „იმედს“ ესაუბრება მეორე ნახევრის შესახებ და აღნიშნავს:
„ცოტნე ურთიერთობაში არის ძალიან თბილი და რომანტიკული, უყვარს სიურპრიზების გაკეთება, ზოგს ვერ წარმოუდგენია ასეთი ცოტნე. უყვარდა საჩუქრების გაკეთება და სასიყვარულო ბარათების მოწერა. როდესაც გავებუტებოდი, მაშინ მწერდა ყველაზე კარგ სასიყვარულო ბარათებს, ყველაზე ლამაზს. იმდენად დიდი სითბო და სიყვარული მომყვება დღემდე… მაგრამ მარტო ის არ არის, რაც მანამდე იყო… ერთმა ქალბატონმა მკითხა, თქვენ თვლით, რომ ახლა ურთიერთობაში ხართ მამაკაცთან, რომელიც ვერც კი გელაპარაკებათო? მეწყინა ეს ნათქვამი. ვუპასუხე, რომ ახლა ისეთ ურთიერთობაში ვარ, როგორშიც არავისთან ვყოფილვარ, რადგან სიტყვებიც არ გვჭირდება ურთიერთგაგებისთვის…“