გიორგი გამსახურდია ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას facebook პოსტს ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრთან, მანანა-არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებმა ხმაურიანი აქცია გამართეს.
როგორც კონსტანტინე გამსახურდია წერს, აქტივისტები ცოტნე გამსახურდიას კლინიკიდან გაყვანას მოითხოვდნენ.
“ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები რასაც ჩემი ძმა, კონსტანტინე წერს ამ პოსტში. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან. ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს.” – წერს გიორგი გამსახურდია twitter-ის გვერდზე.