LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა მარკ ცუკერბერგს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

277
BeFunky-collage

რუსეთმა ამერიკის 29 მოქალაქეს, მათ შორის მარკ ცუკერბერგს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ჩამონათვალშია „უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, ბიზნესმენი, ექსპერტი და ჟურნალისტი, რომლებიც რუსოფობიურ დღის წესრიგს ქმნიან“.

კერძოდ, სიაში არიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი, რონალდ კლაინი, Bank of America-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან მოინიჰანი, Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი, სამხედრო ინდუსტრიული კომპანიების ხელმძღვანელები და ინგლისურენოვანი Meduza-ს მთავარი რედაქტორი, კევინ როტროკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g