LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ქობულეთში – მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, დაღუპულია 2 ადამიანი

321
shutterstock_446231665

ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, 29 აპრილს, გამთენიისას, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და საპირისპიროდ მოძრავ ტრაილერს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად მსუბუქი ავტომობილი მძღოლი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

“ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g