LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუპატიურების სცენის დეტალურმა აღწერამ ემბერ ჰარდი აატირა – კრიმინალური ფსიქოლოგის სკანდალური ჩვენება, რომელმაც შესაძლოა, ჯონი დეპს საქმე წააგებინოს

4420
page

დეპი-ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესი თავის დასასრულს უახლოვდება. თუკი ბოლო კვირებში გვეგონა, რომ ჯონი ამ პროცესს აუცილებლად მოიგებდა, ბოლო ჩვენებამ მისი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ფოტო: “როცა ხვდები, რომ აღსასრული ახლოსაა” – ემბერ ჰარდმა კრიზის მენეჯმენტის გუნდი სამსახურიდან დაითხოვა

„ემბერ ჰარდმა ჯონი დეპის საწოლში მოისაქმა“ – მორიგი სკანდალური ჩვენება

„წყეულო უსაქმურო, ამ სიტყვებით შემოვარდა და მუშტი სახეში ჩაარტყა…“ – დეპი-ჰარდის პროცესზე მორიგი ჩვენება ვრცელდება

ამჯერად, კრიმინალური ფსიქოლოგი, დოუნ ჰიუზი დაკითხეს, რომელმაც ემბერის მონათხრობი დეტალურად გაიხსენა. მისი თქმით, ჯონი ძალიან ეჭვიანი იყო და მეუღლეზე ხშირად სექსუალურად ძალადობდა. ჩვენების პროცესში ემბერმა ემოციები ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.

„ემბერზე ჯონი სექსუალურად ხშირად ძალადობდა. ერთხელ, როდესაც ჯონი არაფხიზელი იყო, მან ემბერი საწოლზე დააგდო, მას ტანსაცმელი შემოახია და ძალით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი. როდესაც დეპი განრისხებული იყო ხოლმე, ის ემბერთან ძალით ორალური სექსით კავდებოდა. ის მას ახრჩობდა და უყვიროდა, ეუბნებოდა, რომ სძულდა, ასე რომ, ემბერის ძალადობა, მხოლოდ და მხოლოდ მოძალადე მეუღლისგან თავდაცვა იყო“, – აცხადებს კრიმინალური ფსიქოლოგი.

მისი თქმით, რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ის ნარკოტიკულ საშუალებებს მიეძალა და სტრესის ფონზე 59 კგ დან, 47 კილომდე დაიკლოო.

„გაგიჟებულმა და შეპყრობილმა თითი წამაწყვიტა“ – სასამართლო პროცესზე შოკისმომგვრელი ფოტოები გაასაჯაროვეს

„მოდი, სანამ დავწვავთ, დავახრჩოთ, შემდეგ კი მე მას …“ – სასამართლო პროცესზე ჯონი დეპის სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა

ვიდეო: ჯონი დეპი სამზარეულოს ანგრევს – ემბერ ჰარდმა ექს-მეუღლეს ფარული ვიდეო გადაუღო – უახლესი დეტალები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები