ჯენიფერ ლოპესი და მისი ბოიფრენდი, ალექს როდრიგესი, პრაქტიკულად ყველგან ერთად დადიან. თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულები არამარტო მათი გრძნობებით, არამედ სტილითაც არიან: ყოველი მათი ერთობლივი გამოსვლა გემოვნების იდეალური შეხამებაა.
ამ დღეებში პაპარაცებმა ისინი მეგობრებთან ერთად ლანჩზე გადაიღეს. ალექსს ნაცრისფერი კლასიკური პიჯაკი ეცვა, თეთრი პერანგითა და ჰალსტუხით, ჯენიფერმა კი უპირატესობა ყოველდღიურ სტილს მიანიჭა: ჯინსს, პერანგსა და ქუსლიან ფეხსაცმელს.