მარკ ენტონი იმ მამაკაცების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ლამაზ ქალბატონებში უმართლებს. მისი ყოფილი ცოლი ულამაზესი ჯეი ლო გახლდათ, ახლა კი ის მეოთხედ, „მის პარაგვაიზე“ ქორწინდება.
53 წლის ენტონის ახალი რჩეული 23 წლის ნადია ფერერაა, სწორედ მასზე დაინიშნა არტისტი სულ ცოტა ხნის წინ. წყვილს ნიშნობის წვეულებაც ჰქონდა, რომელიც ფლორიდაში გაიმართა. მოდელს უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებდა. აღსანიშნავია, რომ ნადია „მის სამყაროს“ მონაწილეც იყო.
„ნიშნობა“, -ასე დაასათაურა წყვილმა „ინსტაგრამზე“ ბეჭდის ფოტო.
ცნობისთვის, მარკს სამი ქორწინებიდან 6 შვილი ჰყავს.
„ლამაზ ქალებში უმართლებს“, „ყოჩაღ მარკ“, – წერენ კომენტარებში
ჯენიფერ ლოპესის ,,შემცვლელი” ნაპოვნია – მარკ ენტონის ახალი რჩეული ჰყავს
ალექს როდრიგესის დავიწყებაში ჯეი ლოს ყოფილი ქმარი, მარკ ენტონი ეხმარება – ახალი დეტალები