LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ფინეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ნატო-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება

148
sports02-020318

მას შემდეგ, რაც ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, რუსეთის პრეზიდენტსა და მის ფინელ კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც Reuters წერს, რუსეთის პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დააზიანებს.

ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა საული საული ნიინისტემ პუტინს უთხრა, ფინეთს სურდა რუს მეზობელთან ურთიერთობა “სწორად და პროფესიონალურად” მოეგვარებინა.

თუმცა, მისი თქმით,  2021 წლის ბოლოს რუსეთის მოთხოვნამ ქვეყნები ნატო-ში არგაწევრიანებაზე და ასევე 2022 წლის თებერვალში მისმა უკრაინაში შეჭრამ, ფინეთის უსაფრთხოების გარემო ძირეულად შეცვალა.

როგორც Reuters წერს, პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბარი იყო პირდაპირი და გამწვავების გარეშე წარიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g