სოფო ჭყონია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლონეთში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავს.
“გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში‼️
მესამე პრეზიდენტს კლავენ, ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს ციხეში სვამენ!
საზოგადოება ამ დროს მარტო “ვსაუბრობთ” შეწუხებული სახეებით, სოლიდარობის უშედეგო აქტიურობით, ოპოზიცია პარლამენტში საქმიანი სახეებით ისიც უშედეგოდ და გადის დრო თანაც დიდი დრო და ინგრევა ქვეყანა! ტოტალიტარიზმი მალე გადაყლაპავს გამათხოვრებულ, გაღარიბებულ, შეშინებულ ქვეყანას!
ჩვენ მოგვცეს თავისუფლება მაგრამ არავინ არ გვასწავლა, რას ნიშნავს თავისუფლება და თავისუფლებაში ცხოვრება.
თურმე უკრაინელებისგან განსხვავებით ჩვენ ახსნა გვჭირდება რა არის თავდადება, ქვეყნის სიყვარული, თავგანწირვა და გმირობა”, – წერს სოფო ჭყონია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 6 დღეა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.