ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას მოუწოდებს გაერთიანდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე.
რამდენიმე დღეა ველოდებით ექიმების დასკვნას, რომელიც არ დაიდო.
ბიძინა ივანიშვილმა იმდენი ფრონტი გაგვიხსნა ტრავოლტას გიფებივით ვართ, მაგრამ გვჭირდება ერთობა, მიშას გადაყვანის მოთხოვნის ირგვლივ”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 6 დღეა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.