ენდოკრინოლოგი, ლალი ჯავაშვილის განცხადებით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ მალე არ გადაიყვანენ, შესაძლოა, პროცესი უმძიმესი შედეგით დასრულდეს.
“აპელირება იმაზე, რომ არასაკმარისი დრო არის და კვლევას დიდი დრო სჭირდება, არანაირად არ გამოდგება ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ტიპის კვლევისთვის 5 დღე არის აბსოლუტურად საკმარისი. პრაქტიკულად არის მშიერი.
ერთი კვირის განმავლობაში მას არაფერი მიუღია საკვების სახით. ალბათ კვებავენ პარენტერალურად, ანუ საკვები სითხეები მას გადაესხმება ვენაში”, – ამბობს “მთავართან” ექიმი ლალი ჯავაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 6 დღეა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია და ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.