საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი 15-19 წლის ახალგაზრდებშია და 52.2%-ს შეადგენს, – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 20-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში უმუშევრობა 41%-ა, 25-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 27.8%, 30-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 24.5%. ყველაზე დაბალი, ანუ 6% კი 65 წელს გადაცილებულებში. აღსანიშნავია, რომ 25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ოფიციალურადაც კი, ყოველი მეოთხე უმუშევარია.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა.