მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა Facebook Live განაახლა. მას პაუზა პაპის გარდაცვალების გამო ჰქონდა.
„დაგიბრუნდით კარგ ხასიათზე. შევაფასე რაც მოხდა, შევაფასე ბოლო წლები, განსაკუთრებით ბოლო 4 წელი, როდესაც მე ჩემი რესურსის მაქსიმუმი ჩავდე იმაში, რომ ჩემი მოხუცი პაპა ყოფილიყო ტკბილ სიბერეში. მე ვარ ბედნიერი, რომ მე ეს ყველაფერი შევძელი. სამწუხარო და გულდასაწყვეტია რაც მოხდა, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს კაცი ყოფილიყო ბედნიერი“, – ამბობს სუხიტაშვილი და მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარში დაუდგა და გაიზიარა მისი მწუხარება.
მომღერალი აქტიურობას და კონცერტებში მონაწილეობას გეგმავს.