„ნეტფლიქსი“ ლეგენდარული კომპოზიტორისა და დირიჟორის, ლეონარდ ბერნსტაინის შესახებ ახალ ბიოგრაფიულ ფილმს, „მაესტროს“ იღებს. მუსიკოსის როლს მსახიობი და რეჟისორი, ბრედლი კუპერი შეასრულებს. მას პარტნიორობას ოსკაროსანი მსახიობი, კერი მალიგანი გაუწევს, რომელიც ბერნსტაინის მეუღლის როლს მოირგებს.
ჯერჯერობით ფილმის თრეილერი არ გამოქვეყნებულა, თუმცა გადასაღები მოედნიდან რამდენიმე ფოტო გავრცელდა. 47 წლის ბრედლის ცნობა შეუძლებელია, ის როლისთვის რადიკალურადაა არის შეცვლილი.
ფილმის პრემიერა 2023 წელს შედგება.
ფოტო: გილერმო დელ ტოროს ახალ ფილმში ბრედლი კუპერს 6 საათი სრულიად შიშველს იღებდნენ