LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ უკრაინას დამატებით 700 მილიონი აშშ დოლარის იარაღს და აღჭურვილობას გადასცემს

68
US-Ukraine-exercise

პენტაგონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ავტორიზებული ახალი პაკეტის დეტალებზე ისაუბრეს. თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ 700 მილიონიანი სამხედრო პაკეტი უკრაინის კრიტიკულ საჭიროებებს მოერგება და ქვეყანას რუსული აგრესიის შეჩერებაში დაეხმარება.

დახმარება მოიცავს საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემას და საბრძოლო მასალას, მათ შორის ჰაიმარსის, ვერტმფრენების, ჯაველინებისა და სათადარიგო სისტემების გადაცემას.

“დღეს, პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრძანება გასცა თავდაცვის დეპარტამენტის ინვენტარიდან დამატებით 700 მილიონი აშშ დოლარის იარაღისა და აღჭურვილობის გაცემაზე. აღნიშნული პაკეტი მორგებულია და ითვალისწინებს უკრაინის კრიტიკულ საჭიროებებს დღევანდელ ბრძოლებში, მათ შორისაა სარაკეტო არტილერიაც. პაკეტში შედის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები, მათ შორის “ჰაიმარსის” და მართვადი საბრძოლო სისტემა 70 კილომეტრზე მანძილით; 5 კონტრსაარტილერიო და 2 საჰაერო სათვალთვალო რადარი; 1000 ჯაველინი; 6000 ჯავშანტექნიკა; 15 000 – 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი; ემ აი 17 ტიპის ოთხი ვერტმფრენი. ეს არის კრიტიკული საჭიროებები, რაც დაეხმარება უკრაინას აღმოსავლეთში, რუსეთის შეტევის მოგერიებაში. უკრაინელებმა მოგვცეს გარანტია, რომ ისინი გამოიყენებენ ამ სისტემას თავდაცვითი მიზნებისთვის,” – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g