რამდენიმე დღის წინ, ტეილორ სვიფტი ახალი კლიპით „Look What You Made Me Do“ დაბრუნდა, რომელმაც რამდენიმე საათში ადელის რეკორდი მოხსნა.
პრემიერის მომენტიდან, კლიპზე საუბარი არ წყდება, საზოგადოების დიდ ნაწილს კი აინტერესებს, რა დაჯდა სცენა, სადაც მომღერალი ბრილიანტებით სავსე აბაზანაში წევს. ცნობილი ხდება, ძვირფასეულობის საერთო ღირებულებამ 10 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაღებების დროს, აბაზანას დაცვა ყარაულობდა, რათა ბრილიანტები არ დაკარგულიყო.