საქართველოში ღარიბი მოსახლეობის წილით პირველ ადგილზე თბილისია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მაისის მონაცემებით, დედაქალაქში შემწეობას 133 944 ადამიანი იღებს, მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც საარსებო შემწეობას 84 716 ადამიანი იღებს.
რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებლებს, 2022 წლის მაისში საქართველოში საარსებო შემწეობას 656 591 ადამიანი იღებდა, ეს კი 104 953-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ცნობისთვის, ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ქვეყანაში 19%-ით გაიზარდა.