საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას აქვეყნებს და ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც ასახავს სასტუმრო “თბილისი მერიოტის” შენობას – განახლებამდე და განახლების შემდეგ.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ისტორიული შენობის გარდასახვა, საქართველოში აშშ-ის მთავრობის ინვესტიციის შესანიშნავი ილუსტრაციაა:
“ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 30 წლის განმავლობაში. ამ ისტორიული შენობის გარდასახვა საქართველოში აშშ-ის მთავრობის ინვესტიციის შესანიშნავი ილუსტრაციაა. აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაცია (ყოფილი OPIC) საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და დივერსიფიკაციაზე მუშაობს, თბილისი მარიოტი კი მათი წარმატებული საქმიანობის მხოლოდ ერთი მაგალითია.
კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, სკოტ ნეითანი ოფიციალური ვიზიტისას აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ამ და სხვა პროექტს პირადად იხილავს”, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.