კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. ტრუდომ რუსეთზე დაწესებული ახალი სანქციების შესახებ გერმანიაში, “დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტზე განაცხადა.
როგორც BBC-ი იუწყება,სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული 6 ფიზიკური პირისა და 46 სუბიექტის სანქცირებას, ასევე უკრაინის 15 მოქალაქის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციას მხარს უჭერს. სანქცირებულთა სიაშია ასევე ბელარუსის მთავრობის 13 წარმომადგენელი და თავდაცვის პირია.
კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციების მიზანი, “კრემლის დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევაა”.
ამასთან, ტრუდომ დასძინა, რომ კანადის გადაწყვეტილება “დიდი შვიდეულის” ქვეყნებთან ერთად იქნება მიღებული, რომელიც არის მსოფლიო ლიდერების მიზანი, გააძლიერონ მათი “უწყვეტი და კოორდინირებული ზეწოლა, რათა ვლადიმერ პუტინის მიერ არჩეული ომი დასრულდეს”.