დიზაინერი მაკა კვიციანი ქალბატონებს შემოდგომა-ზამთრის კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას თავად დიზაინერმა აღნიშნა, მუშაობისას შეეცადა თავისი განწყობა გულწრფელად გადმოეცა, მიიჩნევს, რომ თავისი კოლექცია რეალობასა და ფანტაზიას შორის არის მოქცეული.
”ჩემი განწყობა გადმოვეცი ნაჭრებით, ფორმებითა და ნაქარგებით, მინდოდა მეჩვენებინა თანამედროვე, თამამი , ამავდროულად ქალური და ნაზი პრინცესები, როგორ ჰარმონიულად ახერხებენ მამამაკაცური და ქალური თვისებების ერთმანეთში შეთავსებას.”-აღნიშნა კვიციანმა.
მისივე თქმით, სწორედ ამ ჰარმონიულობის ხაზგასასმელად ნამუშევრები დატვირთულია მისტიკური,ზღაპრული ნაქარგებით.
”წარმოდგენილი იქნება გრძელი, კაპიუშონიანი მანტოები დაგვირგვინებული ძვირფასი ნაქარგებით, რომელიც ლაიტმოტივად გაჰყვება მთელ კოლექციას. ასევე, გამოყენებულია შავი ბარხატის და თეთრი ატლასის არაჩვეულებრივი ერთობლიობა, მათი კლასიკური, ცნობილი რომანტიკული კავშირი”, – განაცხადა დიზაინერმა.
შეგახსენებთ, რომ მაკა კვიციანის ჩვენება 5 მაისს ”Mercedes Benz” -ის მოდის კვირეულზე გაიმართება.ხოლო, ოდნავ მოგვიანებით, სასურველი მოდელის შეძენა ”DALOOD“-ის შოუ რუმში, კოსტავას 23 ნომერში, შეგეძლებათ.