LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი: პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან

232
BeFunky-collage (3)

პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან, –  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში მოსალოდნელი მიღება უგზავნის ძალიან მკაფიო გზავნილს პრეზიდენტ პუტინს, რომ ნატოს კარი ღიაა.

ნატო ფართოვდება – თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

„უნდა გვახსოვდეს, რომ გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა პუტინმა წარადგინა ე.წ. უსაფრთხოების შეთანხმებები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები პრეზიდენტ პუტინისგან იყო, რომ ის წინააღმდეგი იყო ნატოს შემდგომი გაფართოების, მას სურდა ნაკლები ნატო, ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს თავის საზღვრებთან. ასე რომ ის, რასაც იღებს არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ითხოვდა,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g