LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ევროპული ქალაქი, რომელთა მიმართულებითაც ქუთაისიდან ფრენის სიხშირე იზრდება

6863
wizzairbykutaisiairport

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმ 10 ევროპულ ქალაქს ასახელებს, რომელთა მიმართულებითაც ქუთაისიდან ფრენის სიხშირე იზრდება. საქმე ისაა, რომ 1-ლი აგვისტოდან Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით განაახლებს.

რაც შეეხება ფრენების სიხშირეების გაზრდას, ეს ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით მოხდება.

„მოემზადე ახალი სამოგზაურო თავგადასავლებისთვის“, – აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g