LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი სალეჩოსთან მომხდარ დაპირისპირებაზე: ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გადაფარა

153
კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი 30 ივნისს, საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.

“შოკში ვარ ინგა” – ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

როგორც კელი დეგნანი აცხადებს, ცოტა იმედგაცრუებულები დარჩნენ, რადგან ინციდენტმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გადაფარა:

“ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას. არ ვიცით, ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი, თუმცა ვიტყვით, რომ ძალადობა არის მიუღებელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ რაღაც გარკვეულ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე გვესმის და შეშფოთებული ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ.

ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ძალადობით ხდება ხელის შეშლა ადამიანის უფლებების, რაც გულისხმობს შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ასე შემდეგ. გუშინ მართლაც არაჩვეულებრივი და ძალიან პოზიტიური ღონისძიება გვქონდა, სადაც ბევრი ქართველი შეიკრიბა. ჩვენ გვინდოდა, კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა და ხაზი გაგვესვა, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ერთიანდებიან და ერთიანდებიან ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა მართლაც არაჩვეულებრივი ჩვენი ღონისძიება, რომლითაც აღინიშნებოდა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ამავე თემაზე:

რას უკავშირებს ვატო წერეთელი ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირებას – “დარწმუნებული ვარ, ჩაიდო გულში, სადაც დამინახა და მიეცა შანსი, გააკეთა ჯგუფური თავდასხმა”

ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

“ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი, ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას” – ელისო ბოლქვაძე

ადეკვატური და პროპორციული პასუხი მიიღო – გასაჯაროვდეს ყველა კადრი და გადაადგილება: ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

ოდიშარია: ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე – ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სამ კაცთან ერთად, ერთი კაცის ანგარიშსწორებაში მონაწილეობა

ვოლსკი: რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს… ღირსების შეურაცხყოფას

ინგა გრიგოლია: ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, თუნდაც ძალიან რომ გძულს, გაქვს თმენის ვალდებულება 

„საელჩოს ტერიტორიაზე ძალადობაში მონაწილე პარლამენტარი მანდატს უნდა ტოვებდეს“ – რას პასუხობენ მმართველ პარტიაში სამადაშვილს

ბოკერია: 30 წლის განმავლობაში მსგავსი ინციდენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება – ძალადობა ივანიშვილის მიერ მოტანილი დეგრადაციის ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g