გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
“ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო)… თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს ( “თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან .
ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი…
ჩვენ ყველანი კი – ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია – ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით ! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!” – წერს ზურაბიშვილი.