ახალი მაღაზია „Exquise Tbilisi” ქალბატონებს ტანისამოსის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას, მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ეს არის ადგილი ელეგანტური ქალბატონებისთვის, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა შეიმოსონ კლასიკური სამოსით.
რაც შეეხება ფასებს, მენეჯერის თქმით, კაბების შეძენა 200 ლარიდან 450 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ, ხოლო შარვლების 150 ლარიდან 200 ლარის ფარგლებში, ასევე დიდი არჩევანია აქსესუარებზეც.
მაღაზიაში არსებული პროდუქცია სტამბოლში, საფრანგეთის შეკვეთით იკერება.
მაღაზიის მისამართია : აბაშიძის N30.