LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიება საკმაოდ პრობლემურია, განსაკუთრებით ის, რომ არ ხდება ორგანიზატორების მოძიება და დასჯა: ნიკა სიმონიშვილი 5 ივლისის საქმეზე

85
87f3e750e39d040a12e4b726096ffd2d

„გამოძიება საკმაოდ პრობლემურია, განსაკუთრებით ის, რომ არ ხდება ორგანიზატორების მოძიება და დასჯა“, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ 5-6 ივლისის მოვლენების 1 წლისთავზე გამოძიების მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

საია-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ 5 ივლისის საქმეზე მიმდინარე გამოძიების არა ეფექტურობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა იკვეთება. კერძოდ, საქმეზე 30 პირია გამოვლენილი, რომელთა მიმართ უმრავლეს შემთხვევაში სასჯელი პროპორციული არ ყოფილა.

„გამოძიება საკმაოდ პრობლემურია, განსაკუთრებით ის, რომ არ ხდება ორგანიზატორების მოძიება და დასჯა. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ თუ მოხდება მათი მოძიება და დასჯა, შემდგომი ეტაპი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე გადავა. სწორედაც იმის გამო, რომ თუ საჯაროდ აკეთებდნენ ეს ადამიანები ამ ყველაფერს, სახელმწიფომ ეს იცოდა და არაფერი გაუკეთებია პირდაპირი პასუხისმგებლობა დგება, ცალსახად სახელმწიფოს ბრალეულობა გამოიკვეთება.

გვახსოვს პრემიერ-მინისტრის მხრიდან წახალისება, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს. ვხედავთ პრობლემებს გამოძიების არა ეფექტურობასთან მიმართებით.

სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიებული არ არის ეს დანაშაულები, მხოლოდ მინიმალური სასჯელებია გამოყენებული და ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ეფექტურად არ რეაგირებს და აქვს რაღაც სხვა ინტერესი“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან არ გადადგმულა არავითარი ეფექტური ნაბიჯები ქმედებათა პრევენციისთვის და არ მომხდარა პოლიციის სათანადო მობილიზება, ან შესაბამისად ეკიპირება.

„სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა გადადგმული არავითარი ეფექტური ნაბიჯი ამ ქმედებათა პრევენციისთვის. ეს ჯგუფები დათარეშობდნენ დედაქალაქის ქუჩებში და არ მომხდარა პოლიციის სათანადო მობილიზება, ან შესაბამისად ეკიპირება”, – განაცხადა საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g