LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მირეკავენ და მწერენ თბილისიდან, რეგიონებიდან, კურორტებიდან, დამიდასტურდაო… გირჩევთ არ წახვიდეთ წვეულებებზე, რომლებიც ღია სივრცეში არ არის დაგეგმილი“ – ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა მიმართვას ავრცელებს

2290
BeFunky-collage (6)

ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების პარალელურად მოსახლეობას დახურულ სივრცეში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. ამასთან, მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ დახურულ სივრცეში დაგეგმილი წვეულებისაგან.

5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია.. არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში „ცუნამის“ მსგავსი კორონავირუსის ახალი ტალღა დაფიქსირდეს – ივანე ჩხაიძე

„მირეკავენ და მწერენ თბილისიდან, რეგიონებიდან, კურორტებიდან, დამიდასტურდაო. ამას ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ინფორმირებულობა არ გვაწყენს. მეტწილად (!) მსუბუქად  მიმდინარეობს, მაგრამ საავადმყოფოებში მიმართვიანობა მომატებულიაო, მწერენ (ბევრი ექიმი მყავს მეგობრებში). მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით, მეზობლებზე, ნათესავებზე, თანამშრომლებზე და გარემოცვაზე დაკვირვებით, გუგლუს და უცხო ენის ცოდნით რომ ეპიდვითარებას ვერ შევაფასებთ გვახსოვს წინა წლების გამოცდილებიდან. გავიზარდეთ და ამაზე საუბრიყ თავს აღარ შეგაწყენთ.

ასე რომ იყოს, პროფესიული განათლება საერთოდ არ იქნებოდა საჭირო. ჰო კიდევ, მათ ვისაც მსგავსი ინფორმაცია, ფაქტები, მონაცემები აღიზიანდებს და პრევენცია სტრესავს, რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ ჩამკეცოთ )) ჯანმრთელობას გისურვებთ!

P.S. ტესტირება ხშირად ვერ ადგენს (false negative  ბევრია) და ნეგატიური ტესტების პასუხებს ნუ ენდობით.  ნებისმიერი გაციება და ყელის ტკივილი უნდა მივიღოთ, როგორც  ინფექცია. ასე აჯობებს. ტყუილად გაფრთხილება ჯობს სხვადასხვა დიაგნოზებით ისედაც დატვირთული მოსახლეობის მასობრივ ინფიცირებას. წვეულებებზე, რომლებიც გარეთ, ღია სივრცეში არ არის დაგეგმილი გირჩევთ არ წახვიდეთ. დახურულ სივრცეში ჯობს ვატაროთ ნიღაბი“, – წერს თამრიკო ქვარცხავა.

mazda magti 5g