ცოტა ხნის წინ კეტი პერიმ დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში თავისი რიგით მეოთხე ალბომისთვის პრომო-სინგლს გამოუშვებს. ამის შესახებ მან iHeartRadio Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე ისაუბრა: „დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც კარგი გელოდებათ“.
ცოტა ხნის წინ დისკის მხარდასაჭერად პერიმ ლიდ-სინგლი „Chained to the Rhythm“ გამოუშვა, რომელიც სკიპ მარლისთან დუეტს წარმოადგენს. სიმღერა Billboard Hot 100-ის მე-4 პოზიციამდე განთავსდა.
მომღერლის ახალი ალბომი ზაფხულში გამოვა.