იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პარტია “ხუთმა ვარსკვლავმა“ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.
პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ არ დააკმაყოფილა. მატარელამ დრაგის მოუწოდა, რომ პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად პარლამენტს მიმართოს.
დრაგი, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტია, იტალიას 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს.